22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

დონალდ ტრამპი უკვე ოფიციალურად შეუდგა ამერიკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.

ვაშინგტონში ძლიერი ყინვის გამო, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართა.

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი ორ ბიბლიაზე დადო. ერთ-ერთ მათგანზე პრეზიდენტმა ლინკოლნმა ფიცი მისი პირველი ინაუგურაციის დროს დადო, ხოლო მეორე ტრამპს დედამისმა სკოლის დასრულების შემდეგ, 1955 წლის 12 ივნისს აჩუქა.

„მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობებს და გავაკეთებ ყველაფერს, რაც კი შემიძლია, აშშ-ის კონსტიტუციის დაცვისთვისა და მხარდაჭერისთვის. დაე, დამეხმაროს ღმერთი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ფიცის დადებისას.