ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა მოამბის წამყვანობიდან მოხსნეს და ამის შესახებ ოფიციალური პოზიცია გააცნეს.
როგორც არხის ხელმძღვანელობის ოფიციალურ პოზიციაში წერია, გადაწყვეტილება დროებით, მანამდეა ძალაში, სანამ სიტუაცია არ ნორმალიზდება:
“როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც “მოამბე”-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება.”- ნათქვამია არხის ხელმძღვანელობის წერილობით პოზიციაში, რომელიც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გაავრცელა სოციალურ ქსელში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს