22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

გიგი უგულავას და მასთან ერთად დაკავებულ 7 პირს პროკურატურამ უშუამდგომლა, რომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

გიგი უგულავას და მასთან ერთად დაკავებულ 7 პირს პროკურატურამ უშუამდგომლა, რომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა და ისინი საპატიმროს მას შემდეგ დატოვებენ, რაც გირაოს თანხას გადაიხდიან.

გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000 ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

საქმე ეხება 2 თებერვალს, “თბილისი მოლთან” გამართულ აქციას.