ბოლო ამბები
20/03/2025

არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს 40 წლის მამაკაცი (ვიდეო)

გაზიარება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  40 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც 14 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავებიან.

 

გამოძიების ცნობით,  ბრალდებული „Facebook“-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 13 და 14 წლის გოგონებს უკავშირდებოდა, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკსა და ვინაობას. ბრალდებული არასრულწოვნებთან სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა.

ჩატარდა  ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, ასევე, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა.

გამოძიების მიერ აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა ათამდე „Facebook“-ის და “Instagram”-ის ყალბი გვერდი, რომლის გამოყენებითაც ასეულობით პირთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.

 

დანაშაული 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხვა ამბების წაკითხვა