“სხვის იუბილეზე, სხვის ორგანიზებულ და მოწყობილ საღამოზე, სხვისი მაყურებლისა და თაყვანისმცემლის წინაშე მიწვეული სტუმარი მოიქცე ისე, როგორც საკუთარ საღამოზე, არის უკიდურესი უკულტურობის, უზრდელობის და სამარცხვინო ქცევის მაგალითი”- ასე ეხმიანება ტელერეჟისორი ბაკურ ბაკურაძე მომღერალ სოფო გელოვანის მიერ, კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის საღამოზე სიტყვით გამოსვლას, როდესაც მან სოლიდარობა გამოხატა საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და აქციებზე დაკავებულების მიმართ.
ამას მხოლოდ “ღორის ტილი” იკადრებს.ხოლო, ეს ყველაფერი გააკეთო არა ემოციის გამო სპონტანურად, არამედ დაგეგმო წინასწარ თავისი ტაშისმკველების მიყვანით და ვიდეო გადაღებით, არის გარეწრობა. ზუსტად ისეთი მოყვარე რომ გგონია და თურმე მტერს შეუშვებ ადამიანი სახლში.
ყველა არ იმსახურებს არც სცენაზე დგომას და არც ხელოვანის სახელს.
ვინც იცით რაზეც ვსაუბრობ და მის ქცევას ეთანხმებით და მხარს უჭერთ გამეხარდება თუ კომენტარებში გამოჩნდებით. მაინც მინდა ვიცოდე ვინ და რამდენი ბოგანო შემორჩით ჩემს სანაცნობო წრეს”- წერს ბაკურ ბაკურაძე.
იხილეთ სოფო გელოვანის სიტყვა:
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს