„მთავარ არხს გვარამია აჩერებს შიგადაშიგ, რა დროს როგორ ჩათვლის საჭიროდ”- ასე ეხმიანება “მთავარი არხი”ს დამფუნებლის, ზაზა ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძე ტელევიზიის გადაცემების შეჩერებას და მათი ოჯახის მიმართ ბრალდებებს.
“რა შუაშია გვარამია?
ეგ ხომ პოლიტიკისია.
პარტიის თანათავმჯდომარე.
პოლიტიკოსის რა საქმეა “მთავარი არხი”-ს საწვავის გადარიცხვების საქმის კურსში ყოფნა და ამით ვიშვიში.
არადა, არის!..
თუ მთავარი არ ექნება გვარამიას, ვის რაში უნდა მაგის პოლიტიკოსობა?
მით უფრო ივანიშვილი რაღაში დაისაჭიროვებს?
აქამდე ეხმარებოდა ივანიშვილი გვარამიას:
ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის ვალს არ სთხოვს, საგადასახადო სამსახური არ ამოწმებს, საბაჟო, ეროვნული ბანკი და პროკურატურა თვალს ხუჭავს დარღვევებსა და დანაშაულებებზე. საქართველოს ბანკს სასათბურე პირობებში ყავს.
მეტი რაღა ქნას ივანიშვილმა გვარამიასთვის?
რითღა დაეხმაროს?
ამ გვარამიამ კი ჩაუფლავა ამდენი ნაღვაწი.
თავი გადმოიფარჩავა.
ახალს გავხსნიო, რომ იძახის, სინამდვილეში ივანიშვილს აგონებს,- ცოტა მაცალე, ცოტა კიდევ მაცალე, დამახმარე შენი საქართველოს ბანკი და ძმები გილაურები და ისევ გაგიჩენ ოპოარხს, დემოკრატიის საჩვენებლად და ორთქლის გამოსაშვებად.
ცოტა კიდევ მაცალე, კაცი არა ხარო, – ამას ეაჯება ახლა გვარამია ივანიშვილს.
ვნახოთ, ვინ ვის რას აცლის და როგორ…“ – წერს ნატო ჩხეიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს