დანაშაული, რაზეც პროკურორი საუბრობს 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში, ორთაჭალაში მოხდა. იმ დღეს, აწგარდაცვლილი, 22 წლის თაზო მთივლიშვილის დაბადების დღე იყო და მან სამსახურის თანამშრომლები დაპატიჟა, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა მკვლელობაში ბრალდებულ 34 წლის გიორგი პაპაშვილსა და თაზო მთივლიშვილს შორის, რომელიც საზარელი მკვლელობით დასრულდა.
მოწმეების ჩვენების მიხედვით, გიორგი პაპაშვილმა, მთივლიშვილს ხის დაფა ჩაარტყა თავში, იატაკზე არტყმევინა თავი და მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი ბინაში ჩაკეტა, თავად კი, იქ მყოფ სხვა თანამშრომლებთან ერთად ტერიტორია დატოვა და მიიმალა.
მკვლელობის საქმეზე დაკავებულები არიან მოკლულის ის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, გამოძიება მათ დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებს ბრალს.
დაკავებულების დაცვის მხარე ამბობს, რომ ისინი იძულებულები იყვნენ დანაშაული დაემალათ, რადგან მკვლელმა მათ თავისუფლება შეუზღუდა და აიძულებდა მასთან ერთად გადაადგილება, შესაბამისად, არ მიეცათ შესაძლებლობა ამ მძიმე ამბის შესახებ პოლიციისთვის ეცნობებინათ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს