21/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / უცხოეთი
უცხოეთი

ტრამპი არ პასუხობს კითხვაზე – მოუხდის თუ არა ბოდიშს ვოლოდიმირ ზელენსკის იმის გამო, რომ მას დიქტატორი უწოდა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

დონალდ ტრამპი არ პასუხობს კითხვაზე – მოუხდის თუ არა ბოდიშს ვოლოდიმირ ზელენსკის იმის გამო, რომ მას დიქტატორი უწოდა.

ეს კითხვა მას 27 თებერვალს, ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე დაუსვეს.

ტრამპმა კითხვას არ უპასუხა და აღნიშნა, რომ ის დიდ პატივს სცემს უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც 28 თებერვალს შეხვდება, სადაც ხელი მოეწერება შეთანხმებას უკრაინის ბუნებრივი წიაღისეულზე წვდომასთან დაკავშირებით.

“მე მას დიდ პატივს ვცემ. ჩვენ მას ბევრი აღჭურვილობა და ბევრი ფული მივეცით,  ისინი ძალიან გაბედულად იბრძოდნენ. მართლა იბრძოდნენ. ვიღაცამ უნდა გამოიყენოს ეს აღჭურვილობა და ისინი ძალიან მამაცები იყვნენ ამ თვალსაზრისით“, – თქვა ტრამპმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკაში 28 თებერვალს ჩავა და დონალდ ტრამპს შეხვდება.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ მის პირად სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ზელენსკის მისამართით სიტყვა “დიქტატორი” გამოიყენა.

ამ თემაზე: