22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ხმაური სასამართლო დარბაზში – მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვეს (ვიდეო)

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ამაღლობელი პატიმრობიდან გათავისუფლებულიყო, ბრალდება კი მიიჩნევდა, რომ ის საფრთხე შეუქმნიდა გამოძიების მიმდინარეობას.

მოსამართლემ ბრალდების მხარე მოთხოვნა დააკმაყოფილა და მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება.

გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა სასამართლოს დარბაზში, სადაც მისმა მხარდამჭერებმა მოსამართლეს რუსის მონები უწოდეს.

სასამართლო სხდომა დღის 3 საათზე დაიწყო და გადაწყვეტილება საღამოს, 23 საათსა და 15 წუთზე გამოცხადდა.