დიდ დიღომში, გლოვოს კურიერს სცემეს. შემთხვევა 26 მარტს, ბობ უოლშის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს “მწვანე ალმასი”-ს ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველები მომხდარის მიზეზებზე საუბრობენ:
კურიერს მიჰქონდა შეკვეთა, “მწვანე ალმასი”-ს კომპლექსის დაცვამ არ შეუშვა და ატარა აქეთ იქით შლაგბაუმებთან, კურიერმა გამოთქვა ნორმის ფარგლებში პრეტენზია, დაცვამ დაუწყო ცემა, გადმოაგდო მოპედიდან და დაესია ხალხი.
მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კომპანიამ დაცვის თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა და განცხადება გაავრცელა.
“ჩვენი კომპანია დიდ პატივს სცემს ყველა თანამშრომელს. ყველაფერში მხარში ვუდგებით და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ მათი სამუშაო ყოველდღიურობა.
თუმცა, ჩვენი კომპანია გმობს ძალადობას!
ფაქტია რომ კურიერი ნაცემია და შეურაცხყოფილია. შიდა უსაფრთხოების თანამშრომელს აქვს თმენის ვალდებულება. მით უმეტეს, როცა ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას!
ჩვენ გვიწევს დავემშვიდობოთ ინციდენტში მონაწილე შიდა უსაფრთხოების თანამშრომლებს. რაც შეეხება დაზარალებულ კურიერს, მოვიძიებთ მასზე ინფორმაციას, აუცილებლად გავესაუბრებით და გვექნება შესაბამისი ქმედება.
ვწუხვარ,რომ მობინადრეები გახდით ასეთი ფაქტის მომსწრე (თუ ვინმე იცნობთ აღნიშნულ კურიერს ან თავად ნახავს ამ პოსტს გთხოვთ გამოგვეხმაუროთ)” – ნათქვამია დაცვის კომპანიის განცხადებაში.
სოლიდარობის ნიშნად, 27 მარტს, 15:00 საათზე, კურიერები დიდდ დიღომში, ბო უოლშის ქუჩის 30 ნომერში, საცხოვრებელ კომპლექს “მწვანე ალმასთან” შეიკრიბებიან და მომხდარ ინციდენტს გააპროტესტებენ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს