09/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

პარტია მოქალაქეების წარდგენით, სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან იოსელიანიც იქნება. ამის შესახებ დღეს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელიდან არ გავუშვათ სახელმწიფოებრივი შანსი, რომელიც გადაუჭარბებლად არის ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი, ასევე ჩვენი შვილების მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირმა კონკრეტული დავალება – 12 რეკომენდაცია მოგვცა, რომელიც ერთობლივად უნდა შესრულდეს, ერთმანეთი როგორც არ უნდა გვძულდეს და მმართველი პარტია როგორც არ უნდა აყირავებდეს იმ ნავს, რომელმაც ევროკავშირისკენ უნდა მიგვიყვანოს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საკუთარ თავთან და ქვეყანასთან, მომავალთან ვიყოთ პირნათელი. ერთ-ერთი მთავარი პუნქტია სახალხო დამცველის კანდიდატურა.

ვერცერთი პარტია კანდიდატის დამოუკიდებლად გაყვანას ვერ შეძლებს. პირველი მცდელობა ჩავარდა, ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა. ლევან იოსელიანის გარშემო შესაძლებელია კონსენსუსი, მას აქვს იმის ცოდნა და შესაძლებლობა, რომ 90 ხმა და უფრო მეტი მიიღოს. კონსულტაცია გვქონდა მმართველ გუნდთან და ოპოზიციასთან. ლევან იოსელიანი იყო ადვოკატი და დაკავებული იყო ადამიანის უფლებების დაცვით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.