წულუკიანს უნდა ესმოდეს, რომ არანაირი კოაბიტაცია საქართველოში არ ყოფილა – გია ნოდია

394
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

გია ნოდია – პოლიტოლოგი


“თეა წულუკიანზე მაღალი აზრისა დიდი ხანია არ ვარ, მაგრამ ასე თუ ისე წიგნიერი ადამიანის სახელი ჰქონდა.

ეს ფრაზა: “კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს” მხოლოდ სუპერაგრესიულმა და ამავე დროს პოლიტიკურად უწიგნურმა ადამიანმა შეიძლება თქვას.

თან საფრანგეთიდან მოდის ეს სიტყვა, სადაც წულუკიანმა დიდხანს იცხოვრა და ისწავლა. ის უნდა ესმოდეს, რომ არანაირი კოჰაბიტაცია საქართველოში 2013 წლიდან არ ყოფილა. და რომ საერთოდ კოჰაბიტაცია ცუდი სიტყვა არ არის.

ამას მეორე მხარეც აქვს. წულუკიანიც რომ ამას ამბობს, ესე იგი ქართულ ოცნებას უფრო ღია ავტორიტარიზმზე აქვს კურსი აღებული. ეს ისედაც ვიცოდით, ცხადია, ამის გამონათქვამი ამას მხოლოდ ადასტურებს.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE