გიორგი არველაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ეკონომიკის მინისტრი, მოგვიანებით კი ტელეკომპანია “იმედი”-ს დირექტორი იყო, სოციალურ ქსელში წერს, რომ აღარ სურს საერთო ჰქონდეს ისეთ საქართველოსთან და ქართველ ერთან, რომელიც, მისი შეფასებით რუსეთის უკანალში ამოსმული ჩვარია და უარს იტყვის ევროკავშირში გაწევრიანებზე.
არველაძე ამ პოსტს აქვეყნებს რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი”-ს სიახლის ბმულით, რომელშიც წერია, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირზე უარი თქვას.
“ჯერ მეგონა, რომ ხალხი ვერ ხედავს რაც სინამდვილეში ხდება. მერე მეგონა, რომ ახლა ხომ ყველაფერი აშკარაა, ყველამ დაინახა ნამდვილი ფერები თქო.. მერე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ დანახვას დიდი ეროვნული ბრაზი მოჰყვებოდა..
ახლა კი სულ უფრო ხშირად მგონია, რომ ყველა ყველაფერს ხედავს, მაგრამ საერთოდაც არ აწუხებთ. სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ჰოდა თუ ასეა, მაშინ ამ ქვეყანასთან, უფრო სწორედ ამ რუსეთის ტრკში ამოსმულ ჩვართან, მე პირადად აღარაფერი მინდა მქონდეს საერთო. არც იმ ერთან მინდა რაიმე მაკავშირებდეს, რომელსაც სირცხვილი არც ღლის და არც აწუხებს.”- წერს არველაძე.