კულინარი ესმა კუნჭულია რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევაზე წერს, რა დროსაც, ბათუმიდან მომავალი ავტობუსი გზაზე მოცურდა და შეჯახების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.
“ბათუმიდან “მეტროს” ფირმის ავტობუსით წამოვედით მე და ნინა.
წეროვანთან მოცურდა, გასრიალდა, ატყდა კივილი, მივენარცხეთ ჯებირს და ავტობუსს ცეცხლი წაეკიდა, ფანჯრები ცეცხლის ენებმა გაანათა… ვიწვოდით!!!!
5 წუთი კარი ვერ გააღეს!
ადამიანები ფანჯრებს და კარს ეცნენ… ეს იყო ბნელი სიზმარი, მე ორი, 100 კილოიანი კაცი ჰაერში ავწიე, ძირს დაგდებულ ნინიკოს რომ არ დაცემოდნენ!
ბოლოს წინა კარი გაიღო და… ფეხშიშველი, ნინაჩახუტებული როგორღაც ჩავედი.
ჩემო საყვარელო ადამიანებო, იმ ცეცხლწაკიდებულმა 5-მა წუთმა დამარწმუნა, რომ არაფერზეეეეე არ უნდა ვიდარდოთ, ადამიანებოოო!!!
სასწაული მოხდა – გადავრჩით ყველანი
ღმერთო, მადლობა, ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე
ავტობუსის გამცილებელმა ბიჭმა აჯობა ყველა იქ მყოფ მამაკავს, არბოდა აალებულ ავტობუსში და ხალხს ეშველებოდა!!
სახელი და გვარი გავიგე: გიორგი ტარიელაძე!
ვიპოვი მე იმ ბიჭს და პირადად ვეტყვი მადლობას!
იმ უცნობ კაცსაც ვიპოვი, სველები და ფეხშიშველები მანქანით რომ წამოგვიყვანა მე და ნინა თბილისში.
ჩემი კროქსები ავტობუსში დარჩა და მე ფეხშიშველმა წვიმაში და დაღვრილ საწვავში ვირბინე დიდხანს, ვეხმარებოდი გულწასულ ქალებს, კაცებს, საიდანღაც მომეცა სრულიად დაუჯერებელი ძალა.
გადავრჩით!!
100 კილოიანი 2 კაცის აწევისგან გაშეშებული წელიც გამივლის…
დამსხვრეული მინებისგან დასერილი ფეხებიც და სულ მეხსომება ამ წუთიდან, რომ რაღაც სულელურ წვრილმანებზე არასოდეს უნდა ვიწუწუნოთ!!!!
მე და ჩემი შვილი დღეს თავიდან დავიბადეთ
და ბოლოს: მეტი კონტროლიიი თუ არ დაწესდება საქართველოში, მეტი ხარისხი და მეტი პროფესიონალი თუ არ გაჩნდება ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტს ვინერვიულებთ და ჩვენი ქვეყნიანად ასე მოვსრიალდებით!- წერს კულინარი ესმა კუნჭულია სოციალურ ქსელში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს