ბოლო ამბები
01/11/2025

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა (ვიდეო)

გაზიარება

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა 7 ივლისს ღამე, საგარეჯოში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მან სხვისი იარაღით მიიყენა ჭრილობა გულ-მკერდის არეში. ექიმების ცნობით, რიჟვაძეს დაზიანებული აქვს ფილტვი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან წერილიც დაწერა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მისი ოჯახის დაცვას სთხოვს. ამავე წერილში რიჟვაძე ამბობს, რომ მას აბრალებენ ნარკომოვაჭრეების, ე.წ ბარიგების მფარველობას და კორუფციას.

წერილში ასევე ნახსენებია ალექსანდრე ახვლედიანი, რომელზეც რიჟვაძე მადლიერებით საუბრობს.

შეგახსენებთ, სწორედ ალექსანდრე ახვლედიანის იარაღიდან გასროლით სცადა მან თვითმკვლელობა.

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ახვლედიანი დააკავეს.

 

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა