22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

4 აგვისტოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომა გაიმართება

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

4აგვისტოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომა გაიმართება და ამით დასრულდება კომისიის მუშაობა.

ინფორმაციას საქართელოს პარლამენტი ავრცელებს:

“სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება.”– ნათქვამია განცხადებაში.

დასკვნითი სხდომა 11:00 საათზე დაიწყება და  პირდაპირ ეთერში გადაიცემა პარლამენტის არხზე, ასევე პარლამენტის იუთუბ არხსა და ფეისბუქ გვერდზე.