ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა. შვილებზე მუქარაც იყო

396
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მასზე ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა და ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამის შესახებ მან “კურიერს” განუცხადა.

“ბაკურიანში ჩემს სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი კაფეში, სასრიალოსთან ახლოს და ვვახშმობდით. ამ დროს ჩემთვის უცნობმა კაცმა დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება და დებოში ატეხა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა. შვილებზე მუქარაც იყო,” – ამბობს ოხანაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE