ეს რომ გაეკეთებინა რომელიმე ჩემ თანამშრომელს, ხომ ატარებდნენ ამ ვიდეოს აშშ-ს ყველა შტატის ყველა სოფლის ღობე-ღობე – თეა წულუკიანი

788
წაკითხვა/ნახვა
_____________________________________ IMG.GE

“ეს რომ გაეკეთებინა რომელიმე ჩემ თანამშრომელს, გამომძიებელს ან პროკურორს, ხომ ატარებდნენ ამ ვიდეოს აშშ-ს ყველა შტატის ყველა სოფლის ღობე-ღობე და იტყოდნენ, აი “ქართული ოცნების” ხელისუფლება რას აკეთებს, ციხეში პატიმარს შოკოლადს უჭამს გამომძიებბელი და პროკურორიო” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა “postv”-ს გადაცემა პოლიტიკურ ინტერვიუში, შალვა რამიშვილთან სტუმრობისას განაცხადა და გამოეხმაურა იმ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც  ომბუდსმენის წარმომადგენლისა და პატიმრის შეხვედრაა ასახული და  რომლის გავრცელების გამოც ნინო ლომჯარიამ შეშფოთება გამოთქვა.

“არც ის არ არის დანაშაული, როდესაც მე კანონიერად მოპოვებული და შენახული ვიდეო ვაჩვენე. რაც გინდა ის ჩაიცვი, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტს როდესაც წარმოადგენ, არ ვიცი, იმ პატიმრის ოჯახს შესაძლოა ულხინს ან უჭირს, მაგრამ უდევს მაგიდაზე რაღაც ოდენობის ყავა, შოკოლადი, რომელიც მაღაზიაში იყიდა, შეუჭამა ყველაფერი, დაულია ყავა. ეს რომ გაეკეთებინა რომელიმე ჩემ თანამშრომელს, გამომძიებელს ან პროკურორს, ხომ ატარებდნენ ამ ვიდეოს აშშ-ს ყველა შტატის ყველა სოფლის ღობე-ღობე და იტყოდნენ, აი “ქართული ოცნების” ხელისუფლება რას აკეთებს, ციხეში პატიმარს შოკოლადს უჭამს გამომძიებბელი და პროკურორიო” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE