ბოლო ამბები
05/10/2025

ერთ-ერთ დაშავებულ სამართალდამცველს აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, მგონი უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს

გაზიარება

ერთ-ერთ დაშავებულ სამართალდამცველს აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა – მე მგონი უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, უმკაცრესი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე.

„რაც შეეხება სამართალდამცველებს, არიან დაშავებულები, მათ შორის ერთ-ერთ დაშავებულს აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, აქვს მოტეხილობა, აქვს ჰემატომა და ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მე მგონი უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს. ძალიან მკაცრი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც აღმართავს ხელს პოლიციელზე. უმკაცრესი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე. ეს რეაგირება არ იქნება მათთვის მარტივი და მსუბუქი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა