ბოლო ამბები
05/10/2025

მეგონა რომ გეგმა არსებობდა, კარგი იქნებოდა უფრო მკაფიო გეგმას ეარსება – ნანუკა ჟორჟოლიანი

გაზიარება

“მე პირადად მეგონა რომ გეგმა არსებობდა. იმედის თამასა აწიეს უმაღლეს საფეხურზე და ბოლოს წამყვანად დარჩა ბიჭი, რომელსაც ვერ გავაგებინეთ, რომ ორბელიანზე ბავშვები იყვნენ ჩარჩენილები და უნდა გამოგვეყვანა ისინი, ან დავხმარებოდით ჩვენი იქ ყოფნით.

რომ ვერ გავაგებინე ვაგინე. ბრაზის გამო იყო ჩემი ემოცია. ხვალ დავდებ ვიდეოს სრულ ვერსიას

რადგან მედიამ ეს თემა არასწორად გააშუქა ამით დავიწყე და ახლა მთავარი.

კარგი იქნებოდა უფრო მკაფიო გეგმას ეარსება დღეს მაინც, უფრო გასაგები ყოფილიყო რა უნდა ექნათ ადამიანებს, ვინმე სულიერს სცენაზე ეარსება და ხალხთან ესაუბრა! ვიღაც ბიჭის იმედად არ ვყოფილიყავით, რომელიც გონში არ იყო რას აცხადებდა
მაგრამ… ეს პროცესი ვერ გააქრობს მთავარს

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა სასტიკად გაბრაზებულია და ცვლილებები უნდა. ათი ათასობით გაბრაზებული ადამიანი გამოვიდა გარეთ და ეს ბრაზი არსად წავა. ფაქტია ამ ქვეყანაში სწორი ცვლილებების მოტანა ხალხს უფრო შეუძლია ვიდრე პოლიტიკურ ელიტას და საბოლოო სიტყვასაც ხალხი იტყვის.

ფაქტია პაატამაც და ყველა სხვა დანარჩენმაც საკუთარი თავისუფლება დადეს სასწორზე. გერმანიაში გაქცეულებს არ უკარნახიათ რა უნდა გვექნა. ყველაზე მძიმე ფასსაც თავად გადაიხდიან და არანაირი ნიჰილიზმი მეგობრებო. ეგ უნდა მტერსაც. არანაირი თითის გაშვერა. სანამ ერთი ადამიანი მაინც გავა აქციაზე, ვიდრე ხალხი დასახსნელი გვყავს ბრძოლა გრძელდება.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე და ეხმიანება 4 ოქტომბერს, მურთაზ ზოდელავას და პაატა ბურჭულაძის თვითშემოქმედებას, როდესაც ისინი ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციისკენ დაიძრნენ ხალხთან ერთად და შენობაში შეჭრა სცადეს.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა