ბოლო ამბები
08/10/2025

კარიკატურული ფიგურები ჰყავთ, პაატა ბურჭულაძე გამოდის, ერის ხსნას გვპირდება და ამის სჯერა ხალხს – ნინო ნადირაძე

გაზიარება

კარიკატურული ფიგურები ჰყავთ, პაატა ბურჭულაძე გამოდის, ერის ხსნას გვპირდება და ამის სჯერა ხალხს – განაცხადა ექიმმა ნინო ნადირაძემ 6 ოქტომბერს, აჭარის ტელევიზიის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” ვახო ხუზმიაშვილთან სტუმრობისას.

ნინო ნადირაძე ამბობს, რომ პოლიტიკურ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც, რეალურად არიან ფულის ამგროვებლები და საზოგადოების ნაწილს მათი სჯერა.

მან გაიხსენა 2016 წელი, როდესაც პაატა ბურჭულაძის ახლადდაფუძნებულ პარტიაში მივიდა, სადაც მხოლოდ 2 დღე იყო, რადგან ნახა, რომ იქ, რეალურად არაფერი კეთდებოდა ხალხის სასიკეთოდ.

ნადირაძის თქმითვე, ამ პარტიაში მოსახვედრად ცალკეულ ადამიანებს საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდათ გადახდილი და ამას პაატა ბურჭულაძე ღიად ამბობდა, რომ ადგილები იყიდებოდა.

 

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა