ბოლო ამბები
08/10/2025

პროფესორი მარინა ჩიტაშვილი მის მიმართ ბრალდებებს პასუხობს

გაზიარება

“წარმოდგენა არ მქონდა თუ მე ვიყავი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტი. საოცარი სიურპრიზია პარლამენტის თავმჯდომარისგან. ისე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენება თქვენი ძლიერი მხარეა, თუ თქვენი აპარატის თუ პარტიის მრჩევლების. ეს მაინტერესებს მხოლოდ.

არცერთი სიტყვა არ მიმაქვს უკან, ოღონდ ეს შედეგი გინდოდათ თქვენ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისათვის.“- ასე ეხმიანება პროფესორი მარინა ჩიტაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს მის მიმართ.

საკითხი ეხება 7 ოქტომბერს, მარინა ჩიტაშვილის ინტერვიუს ტელეკომპანია “ფორმულის” ეთერში, სადაც მან 4 ოქტომბრის მოვლენებზე ისაუბრა და თქვა,:

“4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ, ეს ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ, არარაციონალურად დაგეგმილი. იმიტომ რომ, ასეთ შემთხვევაში მთელი ეს პროტესტი, რომელიც გამოვიდა გარეთ გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ არჩვენებში არ მიგვიღია მონაწილეობა, იმიტომ რომ რეალური არჩევანი არ გვქონია. ჩვენ ვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვდით 2024 წლის 28 ნოემბრიდან, ქვეყანა ჩადგეს ისევ ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში“, – განაცხადა მარინა ჩიტაშვილმა, რომლის კომენტარსაც მმართველი პარტია აფასებს, როგორც ჩიტაშვილის სურვილს,  დაღვრილიყო სისხლი და ყოფილიყო მსხვერპლი.

იხილეთ სრული ინტერვიუ:

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა