ბოლო ამბები
09/10/2025

ევროკომისიამ ლგბტ თანასწორობის სტრატეგია დაამტკიცა

გაზიარება

ევროკომისიამ 2026-2030 წლების ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც მათ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტრატეგია სამ ძირითად საკითხს შეეხება.

“სიყვარულის თავისუფლება. არსებობის თავისუფლება.

დღეს ჩვენ მივიღეთ ჩვენი ახალი ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგია 2026–2030 წლებისთვის.
სტრატეგია სამ ძირითად სფეროზეა ფოკუსირებული:

ლგბტქ+ ადამიანების დაცვა ძალადობის ყველა ფორმისგან;
ლგბტქ+ ადამიანების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ დისკრიმინაციის გარეშე ცხოვრება და თანაბარი უფლებებით სარგებლობა ცხოვრების ყველა სფეროში;

მთელი საზოგადოების ჩართულობა თანასწორობის ერთობლივი ხელშეწყობის საქმეში;
რადგან თანასწორობა და თავისუფლება ჩვენი არსების ბირთვია.

ერთად შეგვიძლია ევროპა ვაქციოთ ადგილად, სადაც ყველას შეუძლია თავისუფლად, უსაფრთხოდ და ამაყად იცხოვროს, შეიყვაროს და აყვავდეს.” – აღნიშნულია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო შექმნილია ხელოვნური ინტელექტის (AI)-ის მიერ.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა