ბოლო ამბები
14/10/2025

ვის რამდენი ხელფასი ექნება 2026 წლიდან? – თანამდებობის პირთა ანაზღაურება იზრდება

გაზიარება

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ახალი წლიდან, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება, კერძოდ:

პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 16 ათასი ლარი იქნება, ამ დროისთვის ისინი 14 ათას 600 ლარს იღებენ.

მინისტრთა კაბინეტი

მინისტრი 13 ათას 600 ლარს მიიღებს

მინისტრის პირველი მოადგილის ხელფასი 12 ათასი ლარი გახდება

მინისტრის მეორე მოადგილის კი 10 ათას 585 ლარი

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ყოველთვიურად  14 ათას 720 ლარს აიღებს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კი 14 ათას 400 ლარს

ფრაქციის თავმჯდომარე – 13 ათას 600

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 13 ათას 280 ლარი

პარლამენტის დეპუტატის ხელფასი 12 ათას 800 ლარი იქნება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, მთავრობა და უმაღლესი საბჭო:

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ყოველთვიურად 13 ათას 600 ლარს აიღებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასევე 13 ათას 600 ლარს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრების ხელფასი 9 ათას 600 ლარი იქნება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრების მოადგილეები კი 8 ათას ლარს მიიღებენ

მოსამართლეები:

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 16 ათასი ლარი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 14 ათას 720 ლარი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე 14 ათას 400 ლარი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები 13 ათას 600 ლარი

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე 13 ათას 440 ლარი

სააპელაციოს თავმჯდომარის მოადგილე 13 ათას 280 ლარი

სააპელაციოს პალატის თავმჯდომარე 13 ათას 120 ლარი

სააპელაციოს მოსამართლე – 12 ათას 960 ლარი

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე – 13,120

სხვა სასამართლოების თავმჯდომარე – 12,480

თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 12,480

სხვა სასამართლოების კოლეგიების თავმჯდომარე  12,000

 

მოსამართლე – 11 ათას 520 ლარი

 

წყარო: საქართველოს პარლამენტი

 

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა