22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

“ქართული ოცნება” ამ პირობას ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებს, სწორედ ამიტომ იმარჯვებს ყველა არჩევნებში დამაჯერებლად – ბაკურ ბაკურაძე

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე, კახა კალაძეს და “ქართულ ოცნებას” 4 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

“ვულოცავ ჩემს სამშობლოს კიდევ ერთ გამარჯვებას!

საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა კიდევ ერთხელ უთხრა მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ყველა დონეზე ირჩევს ძალას, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლის მანძილზე, დაიცვა საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები, სუვერენიტეტი, ერის ღირსება და მშვიდობით მიიწევს ეკონომიური აღმავლობისაკენ.

ვულოცავ  კახა კალაძეს, მერობის, ყველა გამარჯვებულ კანდიდატს, საკრებულოს წევრობის კანდიდატებს!
მშვიდობა ჩვენს ქვეყანას და ყველას ოჯახს!

ქართულმა ოცნებამ 2012 წელს აიღო ვალდებულება, რომ ქვეყანას გამოიყვანდა უმძიმესი კრიზისიდან და აქცევდა ევროპული ტიპის განვითარებულ ქვეყნად და ამ პირობას ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებს. აი სწორედ ამიტომ იმარჯვებს ყველა არჩევნებში დამაჯერებლად!

მშვიდობა ჩვენს სამშობლოს და ყველა ქართველს ვისაც ეამაყება ამ ქვეყნის შვილობა!”- წერს ბაკურ ბაკურაძე.