22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება. ამ საკითხზზე იმსჯელეს უმრავლესობის სხდომაზე, რომლის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

• ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში;
• ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას;
• ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები;
• ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობას და აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა. ასევე, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა;
ხოლო, კონსტიტუციის დაცვით მოქმედმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან.
ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას.”- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.