“24 საათი გავიდა პროკურორის ბრიფინგიდან, კატეგორიულად ვითხოვთ გაგვაგებინონ რა ხდება, ასე არ ხდება, ჭიჭიკოს სახლში არ შესულხართ ჩხრეკებზე რომ გავატაროთ!
არც ღარიბაშვილია ვიღაც და არც ლილუაშვილი, ფარცხალაძე საერთოდ არ მანაღვლებს!
ჰოდა, წარმოგვიდგინეთ მტიცებულებები, რა ფული იპოვეთ, ვის სახლში, რა დოკუმენტაცია და რა ხდება საერთოდ, ნუ დაგვახოცინეთ სოციალურ ქსელში ერთმანეთი, მტკიცებულების დადების მერე გადავწყვეტთ, ვინ მოღალატეა და ვინ კორუფციაში ჩამხრჩვალი! ასე არ შეიძლება! გამოძიება თუ მიდიოდა, ბრიფინგს რას ჩქარობდით და ჩვენ რას გვერჩით აქ?! ველოდებით განმარტებებს!”– წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ნინო ჯღარკავა.
ის ასევე იხსენებს იმ დროს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.
“20 წლის იყო ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის თანაშემწედ რომ დაიწყო მუშაობა, მას მერე შვილივით ჰყავდა ბიძინას, გამოზარდა, თუ ვინმეს ენდობოდა ეს ირაკლი იყო, ჰოდა, არ გინდათ ახლა აქ ენების ტლიკინი!
თუ ვინმეს გული ტკივა პირველი ბიძინაა,არც ჩემი და არც თქვენი სიყვარული არაფერია მის გრძნობებთან შედარებით.
დაველოდოთ გამოძიებას. არ ვიცით რა ხდება, არავის ანგარიში არც ჩემთვის ჩაუბარებია და არც თქვენთვის! როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმება და ამ სიჩუმესაც რომ ვერ ირგებთ? ყველაზე მეტად მისგან გვწყინს ყველაფერი, ვინც გვიყვარს, მე ასე ვარ! ჯერ სამშობლო და ოჯახია,მერე პოლიტიკა. სამშობლოსთან კი არაფერი არ უნდა შეგვეშალოს!”- წერს ნინო ჯღარკავა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს