საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, “ფორმულის” ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის დაკავებას ეხმიანება.
“ვიღაც-ვიღაცეებს რომ გგონიათ, აკრძალვებით და დაკავებებით ჩაახშობთ პროტესტს და უსამართლობას აღარ დავინახავთ ძალიან ცდებით, პირიქით.
გვახსოვს ნოემბერ-დეკემბერში სპეცრაზმელები უკვე დაკავებულ აქციის მონაწილეებს როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ. არავინ დასჯილა მოძალადეებისგან.
სამაგიეროდ ისჯება ქეთა უფრო “საშიში დამნაშავე” ყოფილა.
ვიღაც-ვიღაცეებს რომ ჰგონიათ დანაშაულებები უნდა “აპრაონ”, პოლიტიკური პარტია უნდა დაიცვან, მისი ძალაუფლებისთვის უნდა იბრძოლონ და არა ჟურნალისტური პრინციპებისთვის, დემოკრატიული ღირებულებებისთვის ძალიან შემცდარხართ. პარტიები დროებითია, ჩვენ ამ პროფესიაში ვრჩებით და საკუთარი კოლეგების დაცვის გამო, ძალადობის გაპროტესტების გამო არ უნდა გვეკრძალებოდეს ჟურნალისტური საქმიანობის უფლება, რომელსაც წლები შევალიეთ. თითქოს შევეგუეთ ჩვენი კოლეგების დაკავებებს, რაც შემზარავია.”- წერს ბელა ზაქაიძე.
ტელეკომპანია “ფორმულის” ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს და მას 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს