22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

მე არ მინდა ჩემ მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა – ლევან იოსელიანი

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

“მე არ მინდა ჩემ მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა” – განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 24 ოქტომბერს, ტვ პირველის ეთერში სტუმრობისას, როდესაც კომენტარი გააკეთა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

სახალხო დამცველმა ასევე კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნად გამზადებულ სარჩელს, რომელიც ნაც.მოძრაობას და მათთნ დაკავშირებულ პირებს ეხება.

„ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების სისტემურ ფეხქვეშ გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, ვინც ამას ამართლებდა, იმ ადამიანების პოლიტიკაში ხილვა მე არ მინდა. არ მინდა ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა. საქართველო არ იქნება პირველი შემთხვევა, სადაც ეს [პარტიების აკრძალვა] მოხდება, ასეთი რამ გერმანიაში, ესპანეთსა და თურქეთშიც მომხდარა.

სასამართლომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება, სასამართლო თუ იქნება დაუსაბუთებელი, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო ამ ყველაფერზე განსხვავებულ მოსაზრებას გამოაქვეყნებს. ეს ის საკითხი არ არის, რაც საბოლოო ჯამში გაურკვეველი დარჩება. დაველოდოთ ამ პროცესს.

მე პერსონალურად ვინმეს მიმართ წინააღმდეგობა არ მაქვს, მაგრამ ადამიანები, პარტიები, ვინც ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდა ან თელავს, ჩემი აზრით, მათ ჩვენ ჭკუა არ უნდა გვასწავლონ, ჩვენი მომავალი არ უნდა განსაზღვრონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.