ბოლო ამბები
30/10/2025

პროკურატურამ მოთხოვნა შეცვალა და ნინო დათაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

გაზიარება

პროკურატურა,  ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს,რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.

ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

“როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს.”– ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ნინო დათაშვილი უკვე თავისუფალია, ის 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა