22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

მოსკოვის ოლქში, ბინაში 6 წლის ბიჭის თავმოკვეთილი ცხედარი აღმოაჩინეს

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

მოსკოვის ოლქში, ბინაში 6 წლის ბიჭის თავმოკვეთილი ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას საგამოძიებო კომიტეტის მთავარი რეგიონული საგამოძიებო დეპარტამენტი თავის Telegram არხზე ავრცელებს.

„დღეს, ბალაშიხას ქალაქში, ერთ-ერთ ბინაში ექვსი წლის ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები“, – ნათქვამია საგამოძიებო დეპარტამენტის განცხადებაში.

საგამოძიებო ორგანოებმა საქმე აღძრეს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით .