გუშინ მაქსიმალურად კორექტული ფორმით დავწერე, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა. სიტყვა ტყუილი შეგნებულად არ გამოვიყენე, იმ იმედით რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მაინც მოერიდებოდათ და იზრუნებდნენ “ხარვეზის აღმოფხვრაზე”.
სხვა მედიის მიერ კი პასუხად უფრო მკვეთრი და მძიმე ტყუილი დაიწერა.”– წერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში და ეხმიანება “მთავარი არხი”-ს მიერ გამოქვეყნებულს ინფორმაციას.
“დეზინფორმაციის გავრცელება არ არის დასავლური სტანდარტი. ასეთი ქმედება ძალიან რბილად რომ ვთქვათ საგანგაშოდ უხერხულია დემოკრატიული მედიისთვის. საზოგადოების ინფორმირების მიზნით კი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მითუმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე.”- წერს ბრეგაძე.