ბოლო ამბები
14/01/2026

სინდისის და პუწინის პატიმარი, გულანთებული ახალგაზრდა პატრიოტი ბაჩო (ახალაია) და მისი ოჯახი, ციხის პირობებით უკმაყოფილონი ბრძანდებიან – შოთა გლურჯიძე

გაზიარება

“სინდისის და პუწინის პატიმარი, გულანთებული ახალგაზრდა პატრიოტი ბაჩო (ახალაია) და მისი ოჯახი, ციხის პირობებით უკმაყოფილონი ბრძანდებიან.

ღრმად პატივცემულო მთავრობავ – გამოიჩინეთ ჩვეული გულისხმიერება, გადაიყვანეთ ბაჩო ჩვენი დემოგრაფიის შუქურის მარტოულ საკანში, იქ ერთად ნამდვილად კარგად იგრძნობენ თავს და იქნებ ევროპეულ ხასიათზეც მოვიდნენ გვრიტები.

ერთად დაგეგმავენ ახალ დიდი ოქტომბრის ორღობის რევოლუციას, ლაზიკის ღრმაწყლოვან პორტის პროექტებს დახაზავენ ფერადი ფანქრებით, უკრაინის გამარჯვების სრატეგიულ ოპერაციასაც მოიფიქრებენ და ჯო ბაიდენსაც დააბრუნებენ კოხტად თეთრი სახლის ორალურ კაბინეტში.
ჩვენი დემოგრაფიის შუქურისგან, ხომ ყველა კმაყოფილი, გახარებული და ზოგიერთი მოულოდნელად დასაჩუქრებულიც კი ბრუნდება.”– წერს მხატვარი შოთა გლურჯიძე.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა