აშშ-მ ვენესუელაზე იერიში მიიტანა და მისი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაატყვევა, რომელიც ქვეყნიდან გაიყვანეს, განაცხადა შაბათს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
აშშ-მ მადურო „ნარკო-სახელმწიფოს“ მართვასა და არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. მადურო ამბობდა, რომ ვაშინგტონს სურს მისი ქვეყნის ნავთობის რეზერვების კონტროლი, რომლებიც მსოფლიოში უდიდესია.
ნიკოლას მადურო ვენესუელის ხელისუფლებას 2013 წლიდან მართავს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

