ეკა ბესელიას შვილს, რატი მილორავას 2000 ლარი ჯარიმა და 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ბესელია სოციალურ ქსელში წერს:
“დასრულდა ეს პოლიტიკური მასკარადი – სასამართლო სადაც ყველაფერი ჩანდა:
კანონის არმცოდნე პოლიციელები მოიყვანეს და პასუხები იყო ჩვენთვის საჩუქარი! მოძალადეები , რომლებიც დაკავებულ ადამიანს აყენებენ ფიზიკურ ზიანს და მათ პასუხი მოეთხოვებათ !
სახელმწიფოსთვის ზიანის მიმყენებელი შსს წარმომადგენელი – ამაზე დაბალი დინე არ მინახავს !
და რაც მთავარია – მოსამართლე , რომელიც თავადაა ტყვეობაში…. რატი იყო ძალიან გულახდილი და თავი ეჭირა ღირსეულად.
აი ეს იყო დღის პროცესის მოკლე შეჯამება , ვრცლად შემდეგ დავწერ …
ფინალი : ჯარიმა 2000 ლარი, პატიმრობა 5 დღე
ამ საქმეს წავიღებთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და ვნახავთ ყველანი როგორია სამართლიანი ვერდიქტი ! მე კი დამაბრუნეს პროფესიაში – ეს კი სასარგებლო ნაწილია ამ პოლიტიკური ბრძოლის … მადლობა ახალგაზრდა , ნიჭიერ კოლეგებს – ჩემთან ერთად იყვნენ ბოლომდე”- წერს ეკა ბესელია.
ამ თემაზე:
ეკა ბესელია მისი შვილის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

