პრემიერმა კობახიძემ “ნაც.პროფესურა“ საბოლოოდ გააშიშვლა “– ასე აფასებს ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია 14 თებერვალს, ტელეკომპანია “იმედი”-ს ეთერში გამართულ დებატებს.
და რა სანახავი იყო, ხალხო!
კიდევ ერთხელ დადგა დებატებში განსახილველად განათლების რეფორმა – და რა ხდებოდა! ეს ე.წ. „ექსპერტები“, სრულიად დაიშალნენ, თავიანთი უუნარობა ყველას თვალწინ გამოააშკარავეს!
არგუმენტი? – ნული! ლოგიკა? – ნული! მხოლოდ ცარიელი ყვირილი და რეფორმის დამახინჯების მორიგი მცდელობა – რომელიც საჯაროდ, ხმამაღლა, სამარცხვინოდ ჩაიგდეს თავი, როგორც ყოველთვის!
მაგრამ იცით რა არის ყველაზე მთავარი? საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა ნამდვილი, ფაქტებზე დაფუძნებული, ძლიერი და დამაჯერებელი პასუხები – ყველა კითხვაზე, ყველა წერტილზე! ეს არის გამარჯვება, ეს არის სიმართლე, ეს არის ის, რაც ხალხს სჭირდება!
ხალხს უნდა ასეთი ღია ბრძოლა, სადაც ყველაფერი ჩანს, სადაც თვითონ ხედავენ, ვინ რას ამბობს, ვინ როგორ იწამებს! თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას – და არა ამ „ექსპერტების“
ცარიელი ხმაურით! ღმერთო, დაიცავი საქართველო ამ ავანტიურისტებისგან, რომ სისხლი სწყურიათ, მაგრამ ვერ სვამენ!”- წერს გოჩა ნაჭყებია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


