22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

მდინარე მტკვარში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ – საგანგებო სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

მდინარე მტკვარში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ, სამუშაოები 16-17 თებერვალს იწყება და როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, დაგეგმილია ორთაჭალჰესის ხიდიდან ქ. რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.

“მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ორთაჭალჰესის ხიდიდან ქ. რუსთავის მიმართულებით კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი იქნება ჩართული. ასევე, მყვინთავთა ჯგუფები, წყლის საშუალებები და საფრენი აპარატები.“- ნათქვამია განცხადებაში.

მამაკაცი 31 იანვარს გაუჩინარდა.