ეს ადამიანი დათო გომართელი იყო – ჟურნალისტ ირინა გოგოსაშვილის მოგონებიდან

3417
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი 2008 წლის ამბავს იხსენებს, რომელიც მომღერალ დავით გომართელს უკავშირდება.

“მოკლედ,ის დროა, ნაცებმა რომ 2008 წლის ომი მოიგეს და პარლამენტის წინ დიდი ჩარფუზანა აქვთ საკუთარ დამკვრელებთან ერთად!

გაზეთ ,,ალიაში,, ვმუშაობ, ომიდან ახალი დაბრუნებული ვარ, დეტალებში ვიცი რა მოხდა, როგორ და რამდენია მსხვერპლი, რომელიც ცხინვალის ცენტრში მთებადაა აზვინული, გახრწნის პროცესში და რომ 2 დღეში ბენზინის გადასხმას აპირებენ და მათ დაწვას… ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნაცების გინებაში ვარ გაზეთით, მეგობრებთან, ტრანსპორტში თუ სამეზობლოში.

რედაქტორმა დამავალა, წადი და რეპორტაჟი მოამზადე გამარჯვების ზეიმიდანო.
წავეთრიე და რამდენიმე წუთში ნაცების ბირთვში ამოვყავი თავი, რომლებსაც კეკლუცად უღიმოდნენ იქვე შორიახლოს მდგარი,,შოუ ელიტა,, ქალები ერთად, მამრები მოშრებით.

მივუახლოვდი და ვეკითხები: თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნათესავი თუ იღებდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, ანდა რაიმე დახმარებას თუ უწევდა ჯარსთქოო?

ლელა წურწუმია: ,,ყველა ჩვენი შვილები არ არიან?
ეკა მამალაძე: ,,არა,სამწუხაროდ ჩვენს ოჯახში ამ ასაკის მამაკაცები არ გვყავს,,!(არადა ჰყავს*

ნანი ბრეგვაძე: ,,მე ამ ამბების დიდად არ გამეგება, მაგრამ ერთს კი ვიტყვი-მტრის შესაძლებლობები წინასწარ უნდა განსაზღვრო, დანარჩენში ეკას ვეთანხმები,,!

ანრი ჯოხაძე: ,,აუუუ, გეხვეწები,მე არაფერი ვიცი მაგ ამბების ,დამიძახეს და მოვედი…ჩემი მეზობელი იყო მგონი მოხალისედ!,,

იქვე დგას, მისმენს და მათვალიერებს ,,ბომონდის,, ერთ0ერთი თვალსაჩინო არღნის ჩიტი და უცბად სადღაც გაეშურა, ვიფიქრე შეკითხვას აარიდა თავი და ჯანდაბას ისედაც ბევრი უნდა ჩავწერო, უმაგისობა არ დააკლდება რეპორტაჟსთქო.

ამ დროს ჩემკენ მოდიან: კობა სუბელიანი, დათო ბაქრაძე, გიგი უგულავა და რამდენიმე ნაცი მხედარი და მათ წინ მოუძღვება გაუჩინარებული ადამიანი, რომელიც ახლახანს ვახსენე

,,აი ეს არის, ეს რომელიც პროვოკაციულ შეკითხვებს სვამს, ეს ქვეყნის მტერი და პროვოკატორი, ჩამოართვით დიქტოფონიო,,

ვააააა, ახლა ვფიქრობ, რომელი გამიბედავს კობა, დათო, გიგი თუ თვითონ,,ის,?
ვუყურებ ოთხივეს გამეხებული და ამ დროს არ გაიცინეს?

,,არ არის პროვოკატორი, ნერვები აქვს აშლილი, ომში იყო და ვაპატიოთო,,….(გაზეთებს კითხულობდნენ ბიჭები) გატრიალდნენ და ეს ტიპი შემრჩა მე…

,,სულ მკიდია ვინ ხარ, ასეთ საქციწელს ამ ქალაქში რა ჰქვია ხომ იციი? ჰოდა დავაი ახლა წადი და მიშასაც უთხარი ბარემ თქო.

ეს ადამიანი დათო გომართელი იყო! ციკლიდან ” აქედანვერამოშლით”
,,ალიას ,,მაშნდელ რედაქტორ თამაზ ბესტავაშვილს და ,,კვირის ქრონიკის ,,რედაქტორს მანანა გიორგაძეს მივმართავ-ხომ ასე იყო და ამ შინაარსითვე დაიბეჭდა გაზეთში,რამეს ხომ არ ვამატებ?”- წერს ირინა გოგოსაშვილი, რომელსაც კომენტარში მომხდარი ფაქტი დაუდასტურა მაშინდელმა რედაქტორმა თამაზ ბესტავაშვილმაც.

დათო გომართელი ამჯერად იტალიაში საქართველოს საელჩოს მრჩევლად მუშაობს.

თქვენი კომენტარი?