მესმის საგანგებო მდგომარეობა ცუდად ჟღერს, მაგრამ მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა – დავით ჩიხელიძე

487
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს დაინტერესებული მოქალაქეებისთვის.

“მესმის საგანგებო მდგომარეობა ცუდად ჟღერს, მაგრამ მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ საგანგაშო არაფერია. არ უნდა ავყვეთ სპეკულაციებს და ათასგვარი ინტერპრეტაციის მსხვერპლი არ გავხსდეთ.

საგანგებო მდგომარეობა, არის პრევენციის კუთხით გადადგმული აუცილებელი ქმედება, რომელიც ჩვენ ყველას დაგვიცავს. მადლობა სახელმწიფოს და ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, აკეთებენ და გააკეთებენ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. იგრძნობა რომ ჩვენც, როგორც საზოგადოება გავიზარდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ყველა სოციუმში გამოერევა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სრული სურათიდან ამოვარდნილია და რომელიც სიტუაციის ესკალაციას უწყობს ხელს.

სწორედ რამდენიმე უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედებამ მიგვიყვანა დღევანდელ შედეგამდე, მაგრამ ესეც უნდა გვენახა, ესეც უნდა გაგვევლო, ღრმად მწამს და მჯერა, რომ დღევანდელი გამოცდილება აუცილებელად გაგვაძლიერებს და როგორც ერი ხვალ ბევრად უფრო ძლიერი ვიქნებით!

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ნიშანდობლივი არის, რომ პრემიერ – მინისტრის მიერ დასახელებული შეზღუდვების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს უკვე მოქმედებდა, მაგრამ ის რასაც რეკომენდაციის სახე ჰქონდა, ახლა უკვე სავალდებულო გახდა.

ასე რომ ფაქტობრივად არაფერი იცვლება და არ შემოდის ახალი რეგულაციები, არ ხდება გადაადგილების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და აშ. პრემიერის განცხადებაში საგულისხმო იყო, რომ სახელმწიფო გვერდით დაუდგება იმ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, აღნიშნულ ინიციტივაში კარგად ჩანს სახელმწიფოს პოზიცია, რომ მისთვის უმაღლეს ღირებულებას ადამიანი წარმოადგენს! მთავრობის მეთაურობით, ყველანი ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით, დღეს არსებულ მსოფლიო გამოწვევას, უმოკლეს დროში დავამარცხებთ!” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?