ბოლო ამბები
21/02/2026

ძალიან რთულია, მაგრამ ვტოვებ „ფორმულას“ – გურამ როგავა

გაზიარება

ჟურნალისტმა გურამ როგავამ ტელეკომპანია “ფორმულა”დატოვა. ის კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს:

“ძალიან რთულია, მაგრამ ვტოვებ „ფორმულას“. ეს არ იყო მხოლოდ სამსახური, სახლიც იყო. მიზეზების გრძელი და მძიმე ჯაჭვია, რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკის ნაცვლად, მადლობას ვიტყვი.

განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც 5 წლის წინ ამ გუნდის წევრად დამინახეთ, მადლობა თანადგომისთვის, ახალი იდეებისთვის და ამ იდეების წარმატებით განხორციელებისთვის, ექსტრემალური თავგადასავლებისთვის.

თამამად შემიძლია ვთქვა, ყველაზე ჯანსაღი და თავისუფალი გარემო იყო, სადაც ოდესმე მიმუშავია.

მადლობა ჩვენს მაყურებლებსა და გულშემატკივრებს, – თქვენი დამსახურებაა, რომ ძალიან მოკლე დროში ჯერ „მარტივი ფორმულა“ და შემდეგ „ხალხთან ერთად“ რეიტინგული გადაცემების სათავეში აღმოჩნდა.

მადლობა თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამაში საკუთარი ენთუზიაზმი და ძალისხმევა ჩადო. მადლობა ყველას, ვინც გულშემატკივრობდით და მომავალშიც უგულშემატკივრებთ „ფორმულას“!

მეც ვაგრძელებ „ფორმულას“ გულშემატკივრობას, მაგრამ ამჯერად მაყურებლის პოზიციიდან! ბრძოლა გრძელდება! კიდევ შევხვდებით და სადაც არ უნდა შევხვდეთ, ყველგან „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს”- ამბობს როგავა.

ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი, რის გამოც გურამ როგავამ ტელევიზია დატოვა, შესაძლოა იყოს არხზე არსებული ფინანსური კრიზისი.

სხვა ამბების წაკითხვა