ბოლო ამბები
21/02/2026

გიორგი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

გაზიარება

„ბატონო ბიძინა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ არ ხართ მილიარდერი და ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ჩვეულებრივი ქართული ოჯახის წარმომადგენელი — მამა და ბაბუა, რომელსაც მართლაც ძალიან საყვარელი, გონიერი და ლამაზი შვილიშვილები ჰყავს.

თუ თქვენ ამ უბრალო ქართველის პერსპექტივიდან შვილიშვილების მომავალზე დაფიქრდებით, მათი ცხოვრების სამშობლოში, საქართველოში აწყობის პერსპექტივით, მათი განათლების, უსაფრთხოების, თავისუფლების, ღირსების პერსპექტივით, ისურვებდით თუ არა, როგორც ჩვეულებრივი ქართველი ბაბუა, რომ თქვენი შვილიშვილები ასეთ ქვეყანაში გაიზარდონ? აქ შექმნან ოჯახები? აქ ააწყონ ცხოვრება?

თუ პასუხი „კი“ არის — მაშინ ჩვენ უკვე ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც არამარტო სინდისი აღარ მუშაობს, არამედ საქმე გვაქვს ძალაუფლების მყრობელთან, რომელმაც რეალობის აღქმა სრულად დაკარგა.

თუ გულწრფელი პასუხია „არა“ — მაშინ არავის აქვს მორალური უფლება სხვას შესთავაზოს ისეთი ქვეყანა, რომელიც საკუთარი შვილიშვილებისთვის არ უნდა“ – განაცხადა გიორგი თარგამაძემ მისი გადაცემის შესავალ სიტყვაში.

სხვა ამბების წაკითხვა