22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

მიხეილ სააკაშვილი “ტვ პირველს” და “ფორმულას” შენიშვნას აძლევს, რომ მისი სასამართლო პროცესი არ გააშუქეს

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

მიხეილ სააკაშვილი ტვ პირველს და ფორმულას შენიშვნას აძლევს, რომ 23 თებერვალს, მისი სასამართლო პროცესი არ გააშუქეს.

“ძვირფასო ფორმულა და TV პირველო, როგორ მოახერხეთ ზვიგენის პროცესის გაშუქება ისე, რომ მე საერთოდ არ მახსენეთ. ჩემი კოლეგა პოლიტიკოსები ისედაც არ იმყოფებიან პატიმრობაში და ჩემი ხმის გაგება მხოლოდ სასამართლოს ჩანაწერებითაა შესაძლებელი.

ე.ი. ჩვენს საჯარო განცხადებებზე დაფუძნებული ბრალდების განხილვა არასაჯარო გახადეს. ისე კი ამ პროცესის დახურვით ზვიგენის პატრონმა ყველა დიქტატორს გადაუჯოკრა და სრული უმწეობა აღიარა. ოღონდ ძალიან გთხოვთ ახლა თქვენ ნუ გადაუჯოკრავთ ივანიშვილს ჩემი ეთერიდან გაუჩინარების საქმეში.“- წერს მიხეილ სააკაშვილი.