ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, ეხმიანება ტელეკომპანია “ფორმულის” გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, 5 თებერვალს, ყოფილი პრემიერი დროებით გაიყვანეს ციხიდან, რათა შვილის დაბადების დღეს დასწრებოდა.
“კი, ძლივს მოასწრეს ციხეში დაბრუნება, სანამ სამუშაო დღე დასრულდებოდა. რეალურად კი, თქვენი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც კვირაში ასამდე ვიზიტორი ჰყავდა :ცოლები, დედები, შვილები, ფანები … ირაკლის მხოლოდ ტელეფონით შეუძლია ოჯახთან ურთიერთობა, ისიც კვირაში ერთხელ”- წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.
ამ თემაზე:
დატოვა თუ არა 5 თებერვალს ციხე ღარიბაშვილმა? – პენიტენციური სამსახურის განცხადება
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


