რუსეთი გააგრძელებს ენერგორესურსების მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სანდო პარტნიორები არიან, მათ შორის სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
„ჩვენ ზუსტად ამ გზით ვიმუშავებთ იმ პარტნიორებთან, როგორიცაა სლოვაკეთი და უნგრეთი. ჩვენ მათ ვაწვდით ჩვენს ენერგორესურსებს, როგორც ნავთობს, ასევე გაზს. და ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას მომავალშიც, იმ პირობით, რომ ამ ქვეყნების ხელმძღვანელობა იგივე პოლიტიკას გაატარებს, რასაც დღეს, კერძოდ, რომ ისინი ჩვენთვის სანდო პარტნიორები იყვნენ“, – განუცხადა პუტინმა საინფორმაციო სამსახურის „ვესტის“ ავტორს პაველ ზარუბინს .
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

