“ევრაზიის ინსტიტუტის” დირექტორი გულბაათ რცხილაძე სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში მივედი ოფიციალური სამძიმრის გამოსახატად, შევიტანე შესაბამისი ჩანაწერი სამძიმრის წიგნში, აღვნიშნე, რომ იმამი ხამენეი მთელი მსოფლიოსთვის არის დანაკარგი და ირანის გამარჯვების მჯერა.
ელჩმა, ბატონმა მოჯანიმ, ჩემთან საუბარში ნახჭავანში დრონთან დაკავშირებული ინციდენტი განმარტა: ირანს ნამდვილად არ გაუშვია დრონი, არც არაფერში სჭირდებოდა ეს. ყოველივე ჰგავს კიევის რეჟიმის პროვოკაციას, მათ ეს დრონებით კარგად ეხერხებათ. ირანის ხელისუფლება ელის, რომ ანალოგიური პროვოკაცია განხორციელდება პაკისტანში და სომხეთში ან სულაც, საქართველოში. ვაქვეყნებ ამ ინფორმაციას პრევენციის მიზნით – ერთხელ მქონდა ანალოგიური შემთხვევა, როდესაც გალში ახალაიას მიერ დაგეგმილი ტერაქტი ამ გზით ჩავფუშეთ მე და ჟურნალისტმა შორენა გ.-მ.”– წერს გულბაათ რცხილაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

