ვახო სანაია მის მიმართ კრიტიკას გამოეხმაურა

2807
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ვახო სანაია, ამირან გამყრელიძესთან ინტერვიუს შემდეგ სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს, რასაც მან ასევე ფეისბუქით უპასუხა:

“მეგობრებო, ჩემი პროფესია შეკითხვების დასმაა – მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. ღრმად მწამს, რომ ინფორმირებული საზოგადოება უფრო კარგად უმკლავდება ნებისმიერ გამოწვევას. ამიტომაც ვარ ამ პროფესიაში. უხვადაა ისეთი მედიასაშუალება, სადაც შეკითხვებს არ სვამენ. თუ ეს მოგწონთ, პულტის მოძებნა არ გაგიჭირდებათ. სათამაშოდ არაა ამბავი. ადამიანების სიცოცხლეს ეხება საქმე – ამიტომ იმით ვერ გავზომავ შეკითხვას, ვის გესიამოვნებთ და ვის არა. პატივისცემით”– წერს ვახო სანაია.

ამ თემაზე:

თქვენი კომენტარი?