ბოლო ამბები
09/03/2026

აჭარის ტელევიზიის შენობა ამორტიზებულია, რის გამოც დროებით ჩერდება გადაცემები, იგეგმება რეორგანიზაციაც

გაზიარება

აჭარის ტელევიზიის შენობა ამორტიზებულია, რის გამოც დროებით ჩერდება გადაცემები. ექსპერტიზის დასკვნით, შენობაში მუშაობის გაგრძელება უსაფრთხო არ არის.

როგორც გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საინფორმაციო გამოშვება დაიჯესტის სახით გავა, ხოლო ჟურნალისტების გუნდი ე.წ თითების თეატრის შენობაში გააგრძელებს მუშაობას, მეორე ნაწილი კი აჭარის რადიოს შენობაში, ხოლო მაუწყებლის ადმინისტრაციისთვის ფართს იჯარით აიღებენ.

გარდა ამისა, არხზე იგეგმება რეგორგანიზაციაც, რომლის შემდეგ, გადაწყდება, თუ რა გადაცემა დარჩება ეთერში და რა გაუქმდება.

აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორის კონსულტანტის, იმედა თავდგირიძის ცნობით, მარტის თვეში მოხდება არსებული გადაცემების შეფასება და განსაზღვრა.

სხვა ამბების წაკითხვა