ბოლო ამბები
09/03/2026

ჩვეულებრივი დივერსიაა, როდესაც ჩვენ შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის – შალვა პაპუაშვილი

გაზიარება

ჩვეულებრივი დივერსიაა, როდესაც ჩვენ შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, ეს იგივე სქემაა, რომელიც გამოყენებული იყო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ომის დაწყების დღიდან, იგივე სქემაა, იგივე ადამიანები, ქართველი ყორღანაშვილები, რომლებიც დგანან უცხო ძალების სამსახურში და საკუთარ სამშობლოს ქმნიან დარტყმის ობიექტად. ეს არის რეალობა, მეხუთე კოლონა, რომელიც ჩვენ შიგნით გვყავს. ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომ რამდენად ფესვგამდგარია უცხო ძალების სასარგებლო საბოტაჟი და დივერსია საქართველოში.

ჩვეულებრივი დივერსიაა, როდესაც ჩვენ შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის. არიან მონაწილე და ერთ-ერთი რგოლი საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში.

საზოგადოება აკვირდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველი აქვთ, ადვილად მისცემს პასუხისგებაში. არავის და არაფერს ამ მხრივ არ ერიდება. ასე რომ, არ ინერვიულოს არავინ, ვინც საპოვნელია, ყველას იპოვის ჩვენი სახელმწიფო და თუ ვინმე წარსადგენია მართლმსაჯულების წინაშე, მასაც წარადგენენ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა