18/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›პოლიტიკა

ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა – ირაკლი კობახიძე

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის ეკონომიკის წილი 2008 წელს, ახლა ჩამოსულია 17,5 პროცენტამდე. 2025 წლის მონაცემები იქნება კიდევ უფრო დაბალი.

კურსი აქვს გასასწორებელი ევროპულ ბიუროკრატიას, რათა თავიდან აარიდოს ის პრობლემები, რომლებსაც ის უქმნის სრულიად ხელოვნურად ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს კურსი გასწორებული, ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია. ჩვენ კურსი გვაქვს გასწორებული, თუმცა ეს კურსი ევროპულმა ბიუროკრატიამ დღემდე ვერ გაასწორა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.