ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებისას საბრძოლო მასალაზე თითქმის 6 მილიარდი დოლარი დახარჯა, იტყობინება Washington Post წყაროებზე დაყრდნობით.
„ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის პირველი ორი დღის განმავლობაში პენტაგონმა საბრძოლო მასალაში 5,6 მილიარდი დოლარი დახარჯა“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც გამოცემამ აღნიშნა, კონგრესის ზოგიერთი წევრი შეშფოთებულია იმ ტემპით, რომლითაც შეერთებული შტატები მაღალტექნოლოგიურ იარაღზე ხარჯავს, რომლის მარაგებიც ისედაც შეზღუდულია. “ვაშინგტონ პოსტის” ცნობით, ამერიკას რესურსები ახლო აღმოსავლეთში სხვა რეგიონებიდან, მათ შორის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან გადააქვთ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

